Neo Tv აცხადებს ბლოგებისა და სტატიების კონკურსს ევროინტერგაციისა და დემოკრატიის თემაზე. საკონკურსო ნამუშევარი უნდა პასუხობდეს 2024 წელს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ასახავდეს ავტორის ხედვას სიტუაციის მშვიდობიანად დარეგულირებისა და ქვეყნის უკეთესი მომავლის შესახებ. (მასალის მოცულობა – 400-800 სიტყვა, შრიფტი-12).
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურო ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ [email protected] – ზე 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება neotv.ge -ზე, ხოლო 1 ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორს გადაეცემა ფულადი პრიზი და NEO FEST-2024 – ის ჯილდო.
ღონისძიების ორგანიზატორია Neo Tv , რომელიც ფესტივალს 2022 – დან, ყოველწლიურად ატარებს. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გორში, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, 10 დეკემბერს დაჯილდოვდებიან.
გასულ წელს Neo Fest – ის ჯილდო ანი ჯაბახიძეს 2022 წლის გამარჯვებულმა, მერი კორინთელმა გადასცა.