კონტე: "ვწუხვარ, რომ დე ბრუინს ეს შანსი წავართვი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"

2 hours ago 2

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „მანჩესტერ სიტისთან“ წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ კევინ დე ბრუინის შეცვლა განმარტა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, გადაწყვეტილება ჯოვანი დი ლორენცოს წითელმა ბარათმა განაპირობა:

ბედისწერა ხანდახან სასტიკია. დე ბრუინი თავის ყოფილ სტადიონზე იყო დაბრუნებული, მაგრამ კაცნაკლულ მდგომარეობაში სხვა არჩევანი არ მქონდა. ვწუხვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა წავართვი, თუმცა მან ჩემი პოზიცია სწორად გაიგო,“ – აღნიშნა კონტემ.

ბელგიელი ნახევარმცველი 26-ე წუთზე მატიას ოლივერამ შეცვალა, ხოლო „ეტიჰადზე“ ყოფილი კაპიტანი ოვაციებით გააცილეს.

სრულად წაკითხვა