კონტე იუვენტუსში? - ანტონიოს ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქვს

5 hours ago 6

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი ანტონიო კონტეს ნაპოლია, ახლახანს დაიწერა, რომ იტალიელ მწვრთნელს იუვენტუსში ელიან.

საქმე ისაა, რომ კონტე ხელმძღვანელობასთან მუდმივად მომთხოვნი იყო და ნაპოლიშიც ამას აკეთებს, რის გამოც დე ლაურენტისთან მუდმივი უთანხმოება აქვს.

მაგალითისთვის, კონტემ კვარას წასვლის შემდეგ გუნდში გარნაჩოს მოყვანა მოითხოვა, თუმცა ლაურენტისმა ანტონიოს თხოვნა ვერ შეუსრულა.

მოკლედ, არის შანსი, რომ სკუდეტოს აღმართვის შემდეგ კონტე იუვეში წავიდეს, ნაპოლი კი მასიმილიანო ალეგრიმ ჩაიბაროს, რომელიც პარტენოპეის ამ დღეებში დაუკავშირეს.

სრულად წაკითხვა