კონტემ კვარაცხელიას შემცვლელს მიაგნო - ვის დამატებას ითხოვს იტალიელი სპეციალისტი

2 days ago 5

იტალიური გამოცემების მტკიცებით, ანტონიო კონტემ ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს უკვე მიაგნო და თუ ქართველი შემტევი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ახალ ფეხბურთელს დაიმატებს.

საუბარია ფედერიკო კიეზაზე, რომელიც ამჟამად ლივერპულის ღირსებას იცავს, თუმცა ხშირი ტრავმიანობის ფონზე წარუმატებელი სეზონი აქვს - 27 წლის იტალიელმა ვინგერმა ჯამში მიმდინარე სეზონში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე სულ რაღაც 123 წუთი გაატარა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას მომავალს, თუ ქართველი ნაპოლისთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ის მსურველების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, ყველაზე აქტიურად კი ბოლო პერიოდში პსჟ-სა და ბარსელონას ვარიანტებზე იწერებოდა.

სრულად წაკითხვა