"ლივერპულის" ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა.
"ამ ეტაპზე მედიაში დეტალებს ვერ გავამჟღავნებ, თუმცა ფაქტი ისაა რომ არაფერი შეცვლილა და ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან ახლოს არ ვართ.
არ მინდა ჩემი სიტყვები მედიაში არასწორად იქნეს გამოყენებული, მხოლოდ და მხოლოდ გუნდზე ვარ კონცენტრირებული და პრემიერლიგის მოგებისკენ ვისწრაფვი"
- ამბობს ეგვიპტელი.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ეგვიპტელს საუკეთესო შედეგები აქვს, 18 შეხვედრაში 17 გოლი და 13 საგოლე გადაცემა.
მოქმედი ხელშეკრულება სალაჰსა და „ლივერპულს“ შორის 2025 წლის ივნისში სრულდება. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ის თავისუფალი აგენტი გახდება.