„კონფლიქტი დაიწყო ამის გამო…“ – 13 წლის მოზარდზე ძალადობისთვის არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინეს

1 day ago 7

უმძიმესმა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, როგორ აბულინგებს და სცემს არასრულწლოვანი გოგო 13 წლის მოზარდს, საზოგადოება შეძრა.

გაჩნდა კითხვებიც – რატომ გამოირჩეოდა ასეთი სისასტიკით მოძალადე არასრულწლოვანი?

,,კურიერი P.S.”-მა ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა.

როგორც გაირკვა, ძალადობის ფაქტი გასულ წელს მოხდა, თუმცა სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

უფრო კონკრეტულად, ფაქტი რუსთაველის გამზირზე, იმ ადგილას მოხდა, სადაც ბავშვები ხშირად იკრიბებოდნენ.

არსუბული ცნობით, კონფლიქტი ტელეფონის გამო დაიწყო.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე გამოძიება უკვე დაიწყო.

13 წლის ბავშვი, რომელსაც დაზიანებები აღენიშნებოდა, დაზარალებულად ცნეს. თვითმხილველები მოწმის სახით გამოჰკითხეს, 16 წლის გოგო კი, ძალადობისთვის პასუხისგებაში მისცეს.

სრულად წაკითხვა