საქართველოს მე-3 პრეზიდენტის განსაკუთრებით პოზიტიური შეფასებები “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ ლევან ხაბეიშვილთან მიმართებით:
“ახლა ხომ მაინც ყველა მიხვდა, რომ კორუფციის ყველა ფაქტი, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ასახელებდა წლების განმავლობაში, ბოლომდე მართალი იყო.
ვამაყობ, რომ თავის დროზე, მე დავუჭირე მხარი იმას, რომ სწორედ ლევანი ჩასდგომოდა სათავეში, “ნაციონალურ მოძრაობაში” კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ამან პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, დიდი ეჭვიანობა გამოიწვია, მაგრამ ლევანი შედეგის კაცია და არა ზოგადი ლაყბობის. სწორედ ამიტომ ჰყავს ახლა ის ტყვეობაში, მაგრამ მისი სიმართლე ციხის კედლებიდანაც აღწევს საზოგადოებას.
ნამდვილი ნაციონალი არის დაუღალავი მებრძოლი, როგორც ლევანი, წესიერი როგორც ლევანი და პოზიციის პირადი გამორჩენით არ შეცვლის ადამიანი, როგორც ლევანია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
paraleli პოლიტიკა