“სასწრაფო,პატრული,მანქანები.სხვა ინფორმაცია ჯერ არ მაქვს”, – გაზეთ “ქრონიკა პლუსის’ დამფუძნებელმა და მტავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ გლდანში წუხელ ისროოდნენ და ფოტო გამოაქვეყნა.

მისივე თქმით, ინფორმაციაც და ფოტოც ადგილობრივმა თვითმხილველებმა მიაწოდეს. 

ჟურნალისტი კომენტარების პასუხში წერს, რომ ინციდენტი გლდანის “ა” მიკრორაიონში მოხდა და ის კრიმინალურ გარჩევებს, მისივე სიტყვებით, “რაზბორკებს” უკავირდებოდა.

კომენტარებიდანვე ირკვევა, რომ ისროდნენ მანქანებიდან.  დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, არც ოფიციალური, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.