კრისტიან პულიშიჩს მილანი ახალ ხელშეკრულებას უმზადებს

6 days ago 6

იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე სეზონი შესანიშნავი აქვს, მილანის ხელმძღვანელობა კრისტიან პულიშიჩს ახალ კონტრაქტს უმზადებს.

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ამერიკელისთვის ახალ ხელშეკრულებას 2028 წლამდე ამზადებენ, რომელსაც განახლების ოფცია 2029 წლამდე ექნება.

გარდა ამისა, იწერება ისიც, რომ კრისტიან პულიშიჩი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება მილანში.

გავრცელებული ცნობებით, ამერიკელი შემტევი წლიურად 4.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სრულად წაკითხვა