ლა ლიგა არაფერ შუაშია? - რატომ ჩაიშალა საზონოვის ტრანსფერი ესპანეთში

5 days ago 9

ესპანური გამოცემა Gola TV-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის, „ტორინოდან“ „ხეტაფეში“ იჯარით გადასვლა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ შედგა.

როგორც ირკვევა, მადრიდულმა კლუბმა საჭირო დოკუმენტაცია ესპანური დროით 00:02 საათზე მიიღო, მაშინ როდესაც სატრანსფერო ფანჯარა უკვე ოფიციალურად დახურული იყო. ტრანსფერის გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „ხეტაფეში“ ხელფასის ლიმიტთან დაკავშირებული პრობლემები გახდა — კლუბს დიდხანს არ შეეძლო ახალი მოთამაშის რეგისტრაცია, რადგან თავისუფალი ადგილი ვერ მოიძებნა.

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ პრობლემა მოგვარდა, შეთანხმება მაინც ვერ შედგა: „ტორინომ“ დოკუმენტებში ელექტრონული ფოსტის არასწორი მისამართი მიუთითა, რის გამოც რეგისტრაციის პროცესი დროულად ვერ დასრულდა.

ამ ეტაპზე, 22 წლის მცველი იძულებულია სეზონის გაგრძელება ან „ტორინოში“, ან ერთ-ერთ იმ ქვეყნებში მოახდინოს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა — კერძოდ, თურქეთში, საბერძნეთში, რუსეთში, საუდის არაბეთში ან შვეიცარიაში.

სრულად წაკითხვა