„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს“, - წერია სააგენტოს განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ „პროცედურების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“.
უშგულის ლამარია, რომელიც სოფელ ჟიბიანის ზემოთ მდებარეობს, IX-X საუკუნეებით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ჩაიხანამ“ დღეს, 8 ივლისს გამოაქვეყნა მასალა, რომლითაც ირკვეოდა, რომ თანამედროვე სამშენებლო მასალით ბლოკით სატრაპეზოები შენდებოდა.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·