ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა — სააგენტო

1 hour ago 2

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, მათი გაფრთხილების საფუძველზე, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების უნებართვო მშენებლობა შეჩერებულია.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოპერატიულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე კელიების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების უნებართვო მშენებლობაზე განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გამოცემა Chai Khana-მ გამოაქვეყნა სტატია, რომ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ლამარიასთან სატრაპეზოს უნებართვოდ აშენებს.

ლამარია და მთელი ზემო სვანეთის რეგიონი იუნესკოს სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობაა.

სრულად წაკითხვა