29 ნოემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 30 ნოემბრდან 3 დღის განმავლობაში.
ნოემბრის თვე ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რაც გასულ კვირაშიც იგრძნობოდა მეტ-ნაკლები სტაბილურობის ფონზე, ბოლო ვაჭრობაზე კი სახეზე იყო გაუფასურება, რიგ შემთხვევაში მკვეთრიც. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
26 ნოემბერი – 2.7428;
27 ნოემბერი – 2.7421;
28 ნოემბერი – 2.7422;
29 ნოემბერი – 2.7418.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე განსაკუთრებთ საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0049 ლარით და 1 აშშ დოლარი 30 ნოემბრდან 3 დღის განმავლობაში 2.7794 ლარი ეღირება.
თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაში, უფრო ლარის გამყარების ტენდენციით. კერძოდ ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
26 ნოემბერი – 2.8772;
27 ნოემბერი – 2.8841;
28 ნოემბერი – 2.8856;
29 ნოემბერი – 2.8907.
ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე განსაკუთრებით საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0441 ლარით და 30 ნოემბრდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9348 ლარი.
ფაქტიურად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ვალუტებთან მიმართებაში და ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი გაუფასურდა აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, რიგ ვალუტასთან მიმართებაში, საგრძნობლადაც კი. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 30 ნოემბრდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4293 ლარი (გაუფასურდა 0.0540 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0801 ლარი (გაუფასურდა 0.0009 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6681 (გაუფასურდა 0.0089 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6346 ლარი (გაუფასურდა 0.0222 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0365 ლარი (გაუფასურდა 0.0376 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1555 ლარი (გაუფასურდა 0.0550 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8389 ლარი (გაუფასურდა 0.0583 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2895 ლარი (გაუფასურდა 0.0446 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.6342 ლარი (გაუფასურდა 0.1212 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8522 ლარი (გაუფასურდა 0.0476 ლარით).
ნოემბერში ლარის მეტნაკლები სტაბილურობისა და გამყარების ტენდენცია გამოიკვეთა რუსულ რუბლთან მიმართებაში, რაც ბოლო კვირაშიც გაგრძელდა, თუმცა ბოლო ვაჭრობაზე აქაც საგრძნობლად გაუფასურდა ლარი. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
26 ნოემბერი – 2.6387;
27 ნოემბერი – 2.6007;
28 ნოემბერი – 2.5051;
29 ნოემბერი – 2.4986.
როგორც აღინიშნა, ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გაუფასურდა , 0.0764 ლარით და შესაბამისად, 30 ნოემბრდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.5750 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი