სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 26-28 სექტემბრის პერიოდისთვის
25 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 26 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, აგვისტოს პირველ კვირაში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და რიგ შემთხვევაში გაუფასურებაც, რყევების ფონზე.
აშშ დოლართან მიმართებაში, რამდენიმე თვის განმავლობაში სახეზე იყო ძირითადად ლარის დინამიური გამყარება, თუმცა აგვისტოს ბოლოსკენ და სექტემბრის დასაწყისში საყურადღებო რყევები დაფიქსირდა, შემდეგ კი ლარის კურსი ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა, გამყარების ნიშნებით, თუმცა ბოლო კვირაში ისევ საყურადღებო რყევები დაფიქსირდა და ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
22 სექტემბერი – 2.6074;
23 სექტემბერი – 2.6104;
24 სექტემბერი – 2.6229;
25 სექტემბერი – 2.6218.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0138 ლარით და 1 აშშ დოლარი 26 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.6080 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში

ევროსთან მიმართებით ლარი სექტემბრის დასაწყისში მცირე რყევებით დასტაბილურდა ბოლო კვირაში კი სახეზეა გამყარება და კურსი ჩამოცდა 2 -ლარიან ნიშნულს, რაც ბოლო ვაჭრობების ჩათვლით გაგრძელდა. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
22 სექტემბერი – 2.9941;
23 სექტემბერი – 2.9933;
24 სექტემბერი – 2.9925;
25 სექტემბერი – 2.9807.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0086 ლარით და 26 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 2.9721 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებით ძირითადად ლარის მეტ-ნაკლები სტაბილურობა გამოიკვეთა, იყო დინამიური გამყარებაც. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 26 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში. ბოლო ვაჭრობაზეც ლარი აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4543 ლარი (გამყარდა 0.0122 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0533 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5824 (გამყარდა 0.0006 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5343 ლარი (გამყარდა 0.0081 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1721 ლარი (გამყარდა 0.00406 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1452 ლარი (გამყარდა 0.0235 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8848 ლარი (გამყარდა 0.0208 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7217 ლარი (გამყარდა 0.0104 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.5931 ლარი (გამყარდა 0.0063 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6529 ლარი (გაუფასურდა 0.0017 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0190 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით).
სექტემბრის დასაწყისში ლარი, რუსულ რუბლთან მიმართებით, პირველ კვირაში ძირითადად დასტაბილურდა, შემდეგ სახეზე იყო რამდენიმე დღიანი დინამიური გაუფასურება და ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა, რაც ბოლო ვაჭრობებამდე გაგრძელდა, მცირე რყევებით. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:
22 სექტემბერი – 3.1022;
23 სექტემბერი – 3.1028;
24 სექტემბერი – 3.1138;
25 სექტემბერი – 3.0834.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0103 ლარით და 26 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0937 ლარი.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 26-28 სექტემბრის პერიოდისთვის
პარალელი
paraleli.ge ახალი ამბები