სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 4-6 ივლისის პერიოდისთვის
3 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 4 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, ივნისში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და ზოგ შემთხვევაში გაუფასურებაც.
აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილიდან დაწყებული სახეზეა ძირითადად ლარის დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
30 ივნისი – 2.6453;
1 ივლისი – 2.6444;
2 ივლისი – 2.6431;
3 ივლისი – 2.6424.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0009 ლარით და 1 აშშ დოლარი 4 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 2.6415 ლარი ეღირება.
ევროთან მიმართებით ივნისი ძირითადად ლარის რყევებით გამოირჩევა, თუმცა ძირითადად მაინც სახეზე იყო უფრო გამყარების ტენდენცია, რაც ბოლო ვაჭრობებზე დასტაბილურებით და გაუფასურებით შეიცვალა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
30 ივნისი – 3.0156;
1 ივლისი – 3.0141;
2 ივლისი – 3.0123;
3 ივლისი – 3.0144.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0093 ლარით და 4 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0237 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად სახეზე იყო ლარის დასტაბილურება–გამყარება, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე უმრავლეს შემთხვევებში მოხდა გაუფასურება და ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 4 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5280 ლარი (გაუფასურდა 0.0059 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0564 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5923 (გაუფასურდა 0.0030 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5541 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1733 ლარი (გამყარდა 0.0060 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2899 ლარი (გაუფასურდა 0.0111 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8934 ლარი (გაუფასურდა 0.0027 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7740 ლარი (გაუფასურდა 0.0041 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.8100 ლარი (გაუფასურდა 0.0070 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6395 ლარი (გაუფასურდა 0.0025 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0192 ლარი (უცვლელად დარჩა)
ივნისის დასაწყისში, რუსულ რუბლთან მიმართებაში, რყევებისა და გაუფასურების შემდეგ, ლარის დასტაბილურებისა და გამყარების ტენდენციები გამოიკვეთა. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
30 ივნისი – 3.4078;
1 ივლისი – 3.3893;
2 ივლისი – 3.3898;
3 ივლისი – 3.4007.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0207 ლარით და 4 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4214 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 4-6 ივლისის პერიოდისთვის
პარალელი

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·