WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

6 ნოემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 7 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, სექტემბრში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და რიგ შემთხვევაში გაუფასურებაც, რყევების ფონზე, რაც ოქტომბერშიც გაგრძელდა.

აშშ დოლართან მიმართებაში, რამდენიმე თვის განმავლობაში, ერთეული გამონაკლისის გარდა, სახეზე იყო ძირითადად ლარის დინამიური გამყარება, რაც ოქტომბერშიც გაგრძელდა, თუმცა თვის ბოლო რიცხვებში მოხდა ლარის საყურადღებო გაუფასურება, ნოემბერი კი ლარის ისევ გამყარებით დაიწყო. ხოლო ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის:

3 ნოემბერი – 2.5973;
4 ნოემბერი – 2.5970;
5 ნოემბერი – 2.5958;
6 ნოემბერი – 2.5955.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, საგრძნობლად, დინამიკასთან მიმართებით, 0.0006 ლარით და 1 აშშ დოლარი 7 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.5949 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ოქტომბერში ევროსთან მიმართებით ძირითადად სახეზეა ლარის კურსის რყევები, რიგ შემთხვევაში საგრძნობიც. რაც ბოლო დღეებშიც გაგრძელდა, ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

3 ნოემბერი – 2.9108;
4 ნოემბერი – 2.9047;
5 ნოემბერი – 2.9198;
6 ნოემბერი – 2.9145.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, საგრძნობლად 0.0147 ლარით და 7 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 2.9116 ლარი ეღირება.

იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით ძირითადად  სახეზე იყო ლარის კურსის რყევები. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 7 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი უკვე აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა, რიგ შემთხვევაში საგრძნობლადაც:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4746 ლარი (გამყარდა 0.0189 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0517 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5723 (გაუფასურდა 0.0016 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5267 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1981 ლარი (გამყარდა 0.0020 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1719 ლარი (გამყარდა 0.0011 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8898 ლარი (გამყარდა 0.0019 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7631 ლარი (გაუფასურდა 0.0158 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.1174 ლარი (გამყარდა 0.0827 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6394 ლარი (გაუფასურდა 0.0010 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0137 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით).

ოქტომბრის დასაწყისში რუსულ რუბლთან მიმართებით ლარის ორდღიანი საგრძნობი გამყარების შემდეგ ლარი ისევ გაუფასურდა, თვის შუა რიცხვებში ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა და ისევ გააგრძელა გაუფასურება. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი, ისევ გამყარების ნიშნები გამოიკვეთა და კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

3 ნოემბერი – 3.2075;
4 ნოემბერი – 3.1837;
5 ნოემბერი – 3.1727;
6 ნოემბერი – 3.1827
.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0114 ლარით და 7 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1713 ლარი.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი