მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს:
“ლუსტრაციის კანონი და ისტორიის ცოდნა აუცილებელია.
მინიმუმ ბოლო 30-40 წლის განმავლობაში, ვინ და როგორ უშლის ამ ქვეყანას წინსვლაში, ამის ცოდნა მნიშვნელოვანი მგონია.
იმედია, როდესმე ჩვენც მივიღებთ ამ კანონს და ოჯახის წევრი, სასულიერო პირი თუ ვინც არ უნდა აღმოჩნდეს, უნდა ვიცოდეთ, მტერთან ვინ თანამშრომლობდა თუ თანამშრომლობს, ვინ ცდილობს და ხელს უწყობს ერს დაყოფაში და გადამტერებაში. როგორ მოვედით საერთოდ ამ კატასტროფამდე, სადაც დღეს ვართ.
დიდი ხანია დროა ნათელი გახდეს ყველასთვის ყველაფერი და გამბედაობა ეყოს ყველას, თვალი გაუსწოროს სიმართლეს!
არ გამიკვირდება აქ არქივი დამწვარი და განადგურებული იყოს უკვე, რაც თავისთავად მიზეზზე და ამ კანონზე კიდე უფრო მეტს გაფიქრებინებს“, – წერს ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის: უნგრეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გასაჯაროვდეს მასალები აგენტებსა და ინფორმატორებზე.
“უნგრელ ხალხს უფლება აქვს იცოდეს საკუთარი ისტორია“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
paraleli პოლიტიკა