ევროპის საბჭოს ამ საერთაშორისო დოკუმენტის მიზანია ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთა და ძალადობის ამ ფორმებთან ბრძოლა. 23 ოქტომბერს ლატვიის პარლამენტმა შეძლო ხმათა უმრავლესობით კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება.
გადამწყვეტი კენჭისყრის წინ, 29 ოქტომბერს საღამოს რიგაში გაიმართა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი აქცია. პოლიციის ინფორმაციით, აქციაში 5000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
დემონსტრანტებმა პარლამენტის დეპუტატები დაადანაშაულეს პოპულიზმში, მოძალადეების დაცვასა და „რუსეთის კოპირებაში“. რუსეთი სტამბოლის კონვენციას არ შეერთებია.
კონვენციიდან ლატვიის გასვლას მოითხოვენ საპარლამენტო კოალიცია „მწვანეების და ფერმერების კავშირი“ და კეთილდღეობის მინისტრი რეინის უზულნიეკსი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩას, ძალადობასთან ბრძოლა კი ქვეყნის შიდა კანონებითაც შესაძლებელია.
ლატვიამ კონვენციას ხელი 2016 წელს მოაწერა, რატიფიკაცია კი 2024 წელს განახორციელა ხანგრძლივი დებატების შემდეგ. მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ დოკუმენტის შინაარსი არ პასუხობს წარმოდგენას „ტრადიციულ ოჯახზე“.
- 2011 წლის აპრილში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ბრძოლის შესახებ.
- 2011 წლის მაისში სტამბოლში, მინისტრთა კომიტეტის 121-ე სესიაზე კონვენცია ხელმოსაწერად გაიხსნა.
- დოკუმენტი რატიფიცირებულია 46 ხელმომწერი ქვეყნიდან 39-ის მიერ.
- 2012 წლის მარტში თურქეთი გახდა ევროპის საბჭოს წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც კონვენცია დატოვა.
- თუ კონვენციას ლატვიაც დატოვებს, ის გახდება ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფო, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

10 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·