ლაშა ბექაური აცხადებს, რომ საქართველოს “უფრო ღირსეული” პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს:

“რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი”, – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სპორტული მიღწევებისთვის სახელმწიფო ჯილდო გადასცა. 

შეგახსენებთ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს უმასპინძლა და დააჯილდოვა. შეხვედრაზე მიწვეული იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა პრემიერი სასახლეში არ მისულა.