“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მითითებას და სკანდალური მინიშნებით, გარკვეულ ვარაუდებს გამოთქვამს:
“ღარიბაშვილის შემდეგ, როგორც თბილისის მერიის თანამშრომლების დაჭერებმა აჩვენა, ახლა აშკარად კალაძის დრო დადგა.
კახის თავს ყულფი ნელ-ნელა ვიწროვდება.
ამბობენ, ბელადი Credit Suisse-ში გაყინული ფულის ნაწილის ამოგდებას კრახის გაპარსვით ცდილობსო.
ქოცურ ბანაკში ისეთი პანიკა და წიოკია, რომ უკვე კალაძის დაჭერაზე ან გაქცევაზე ლაპარაკობენ.
ანუ კალამ დედლაინი ვერ დაიცვა, ფული ვერ მიიტანა და „გადანაწილების“ ხელშეკრულებაც დაარღვია.
აქედან გამომდინარე, ქოცები ამზადებენ საარჩევნო კოდექსში კიდევ ერთ ცვლილებას:
თუ არჩეული მერის უფლებამოსილება შეწყდება, ცვლილების შემდეგ, ახალი არჩევნები აღარ იქნება საჭირო, მერის მოვალეობას პირდაპირ ვიცე-მერი შეასრულებს.
ანუ თბილისში მერის არჩევის ნაცვლად დანიშვნა იქნება.
კალაძის ადგილს კი გიორგი ტყემალაძე ჩაიბარებს.
ასე რომ მიდი, გრიგოლიჩ, არ გაჩერდე!” – წერს ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში.

13 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·