“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში, თავის პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით:
“ზურა ჯაფარიძეს შესთავაზეს ვადაზე ერთი თვით ადრე განთავისუფლება და უარი თქვა.
მესმის რომ ძალიან მამაცი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ზურა გარეთ უფრო საჭიროა“, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ინფორმაციისთვის – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოზიცია:
“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე.
სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა“.

17 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·