“ლაშას დეიდაშვილიც ასე ტრაგიკულად დაიღუპა,არაგვში ჩავარდა ვიღაც ხელი ჰკრა და..” – ნახეთ რას ჰყვებიან მოკლულ ახალგაზრდაზე

1 week ago 5

გუ­შინ თბი­ლის­ში, მეტ­რო­სად­გურ “სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში” მომ­ხდარ შემ­ზა­რავ ფაქტს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ დრომ­დე იძი­ე­ბენ. 30 წლის ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლის სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს. ლაშა მეტ­რო­ში მა­ტა­რებ­ლის მოს­ვლას ელო­დე­ბო­და, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ხალ­ხის თვალ­წინ, მას მა­მა­კაც­მა ზურ­გი­დან ხელი ჰკრა და ლი­ან­დაგ­ში ჩა­აგ­დო. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გავ­რცელ­და.

ძნე­ლია, ამ კად­რებს ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე უყუ­რო.კად­რებ­შიც ჩანს, რომ მა­შინ­ვე ატყდა ჩოჩ­ქო­ლი, მე­მან­ქა­ნე­მაც სცა­და და­მუხ­რუ­ჭე­ბა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­ღარ შეძ­ლო და ბიჭი უამ­რა­ვი ხალ­ხის თვალ­წინ, ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.ყვე­ლა­ფე­რი ისე წა­მებ­ში მოხ­და, რომ მე­მან­ქა­ნემ მა­ტა­რებ­ლის გა­ჩე­რე­ბა ვერ შეძ­ლო. ცნო­ბი­ლია, რომ იქვე და­ა­კა­ვეს დამ­ნა­შა­ვე. პო­ლი­ცი­ის მის­ვლამ­დე მისი და­კა­ვე­ბა უბ­რა­ლოდ გამ­ვლელ­მა და მეტ­როს ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა შეძ­ლო.

რო­გორც ირ­კვე­ვა, დამ­ნა­შა­ვე არ იც­ნობ­და მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სა­ვა­რა­უ­დოა, რომ დამ­ნა­შა­ვეს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რად­გან ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მას არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქცე­ვე­ბი ჰქონ­და და იმა­საც ამ­ბო­ბენ, იცი­ნო­დაო.
რა ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი და, ალ­ბათ, და­კა­ვე­ბულს ფსი­ქი­ატ­რი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას ჩა­უ­ტა­რე­ბენ. რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა დამ­ნა­შა­ვემ გა­მო­ძი­ე­ბას, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.რო­გორც ირ­კვე­ვა, 30 წლის მა­მა­კა­ცი ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლია, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო ხან­და­კის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი. მომ­ხდარს ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან მის სო­ფელ­ში.

ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს სო­ფელ ზემო ხან­დაკ­ში ვლა­დი­მერ მარ­ღიშ­ვილს:

– ლაშა ჩვე­ნი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია და ვიც­ნობ­დი, რა თქმა უნდა. მისი ოჯა­ხი აქ ცხოვ­რობს, ერთი და ჰყავს. თბი­ლის­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 5-6 წე­ლია, რაც და­დი­ო­და და მუ­შა­ობ­და. ამ ბოლო დროს არ და­მი­ნა­ხავს სო­ფელ­ში. კარ­გი ბიჭი იყო, ნორ­მა­ლუ­რი, 1994 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი, 30 წლის, არ არის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. მამა მუ­სი­კო­სია. მომ­ხდარ­ზე არა­ფე­რი ვი­ცით. ამ დი­ლით გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი და დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, ჯერ არ გა­დავ­სულ­ვარ ოჯახ­ში, რად­გან არ იყო ცხე­და­რი მოს­ვე­ნე­ბუ­ლი. უბან­შიც არა­ვინ არა­ფე­რი იცის: ვინ იყო დამ­ნა­შა­ვე და არ ვი­ცით, რა უნ­დო­და მას­თან. ლაშა აგ­რე­სი­უ­ლი ბიჭი არ იყო, არც კონ­ფლიქ­ტუ­რი, რომ ვინ­მეს­თვის რამე და­ე­შა­ვე­ბი­ნა, რა­ტომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს?.. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ და თა­ნა­ვუგ­რძნობთ ოჯახს…

სრულად წაკითხვა