საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, "ლაციოსთან" გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო და "უდინეზესთან" მატჩს გამოტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "კვარა" ვარჯიშს 7-10 დღეში შეუდგება, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მოახერხებს თუ არა იგი მონაწილეობა მიიღოს 21 დეკემბერს, "ჯენოასთან" გასამართ მატჩში.
"ფეხბურთელს კლინიკაში გამოკვლევა დღეს ჩაუტარდა და რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს"
- ვკითხულობთ ნეაპოლელთა განცხადებაში.