"ლე­ვა­ნი რომ გა­ვი­ცა­ნი, იმ პე­რი­ოდ­ში ორი მე­გო­ბა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო" - ანა ტყებუჩავა ავტორი

2 hours ago 17

“ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი ანა ტყებუჩავა იგივე “ნინა” რამდენიმე წელია რაც დაუჯახებელია და ორი შვილიც ჰყავს.

ანას თქმით, მეუღლე, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ბა­რა­მი­ძე მის ცხოვ­რე­ბა­ში სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ორი ახლო მე­გო­ბა­რი და­კარ­გა და მძი­მე პე­რი­ო­დი ჰქონ­და.

“ჩვენ ოჯახ­ში ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი ხალ­ხი ვცხოვ­რობთ, დედა გუ­რუ­ლია და მამა - მეგ­რე­ლი. მეც ასე­თი ვარ, მაგ­რამ ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან წყნა­რია, არა­ვის აწუ­ხებს ისე აკე­თებს ყვე­ლა­ფერს. ამი­ტომ მისი გა­მო­ჩე­ნა ჩემ­თვის დიდი სიმ­შვი­დის მომ­ტა­ნი იყო, ისე მი­ვე­კა­რი, თა­ვად, მგო­ნი, არც გეგ­მავ­და სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას. არ მომ­წონს, ძა­ლი­ან მო­ლა­პა­რა­კე და აქ­ტი­უ­რი მა­მა­კა­ცე­ბი. დინ­ჯი, სი­ტყვა­ძუნ­წი კა­ცე­ბი უფრო მომ­წონს და ჩემ­თვის ეს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა.

ლე­ვა­ნი რომ გა­ვი­ცა­ნი, იმ პე­რი­ოდ­ში ორი მე­გო­ბა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ავა­რი­ით და­ი­ღუპ­ნენ. ამ­ბო­ბენ, დრო მკურ­ნა­ლი­აო, მაგ­რამ იცით, რო­გო­რი წა­მე­ბი მქონ­და, რო­გორც კი თვალს ვა­ხელ­დი, მახ­სოვ­და, რომ ისი­ნი აღარ იყ­ვნენ და არ ვი­ცო­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა. ეს ჩემი მშობ­ლე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ტყმა იყო“, - ამბობდა ანა.

სრულად წაკითხვა