საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ბრატისლავის „სლოვანის“ მცველი გურამ კაშია შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს.
Footballtransfers-ის ცნობით, 38 წლის გამოცდილ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი ხდება - სწორედ ამის შემდეგ ჩნდება შანსი, რომ ქართველი ვეტერანი ძველ კლუბს – „ვიტესს“ დაუბრუნდეს.
„გურამ კაშია „ვიტესისთვის“ ნამდვილი სიმბოლოა. არნემის გუნდის მაისური მან არაერთი წლის განმავლობაში მოირგო და იქაურ გულშემატკივრებში განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა „სლოვანში“ ასპარეზობს, მისი კონტრაქტი იწურება და მომავალ ზაფხულში შესაძლოა, ისევ „ვიტესის“ რიგებში ვიხილოთ.“ - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, კაშიამ „ვიტესში“ 2010 წლიდან 2018 წლამდე ითამაშა. ამ პერიოდში ქართველმა მცველმა 293 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 24 გოლი და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა. კლუბში ყოფნის ბოლო წლებში ის კაპიტნის სამკლავურსაც ატარებდა.
ცნობისთვის, ვიტესში ახლა სერიოზული პრობლემებია და ადგილობრივი მედიის მკტიცებით, კლუბი გაუქმების საფრთხის წინაშეც დგას - თუ ისტირიულმა კლუბმა ყველა პრობლემა მოაგვარა, ტრანსფერის ალბათობა მაღალია.