გაიმართა ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების მორიგი ტურის მატჩები, სადაც საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმაც გამოიჩინეს თავი.
გერმანია
"გუმერსბახი" გასვლით მატჩში 30:35 დამარცხდა „ფლენსბურგთან“. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ ამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.
რუმინეთი
"ტურდა" სტუმრად "ბუქარესტს" დაუპირისპირდა, დაძაბული შეხვედრა ფრედ, 24:24 დასრულდა. "ტურდას" შემადგელობაში ირაკლი კბილაშვილმა 4 გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა.
"ტიმიშოარა" სტუმრად ასევე დაძაბულ ბრძოლაში ერთი ბურთით დამარცხდა "ბაკაუსთან" 32:33. სტუმართა რგებში გიორგი არეშიძეს არ უთამაშია.
სერბეთი
სერბეთის ჩემპიონატში "მეტალოპლასტიკამ" სტუმრად 28:26 დაამარცხა "ვრანიე", რაშიც თვისი წვლილი მირიან გავაშელიშვილმაც შეიტანა – ქართველი ხელბურთელის ანგარიშზე სამი ასისტია.
სლოვაკეთი
"ჰლოჰოვეცმა" საკუთარ მოედანზე ათბურთიანი სხვაობით დაამარცხა "ზაჰორაცი" – 36:26. მასპინძელთა შემადგენლობაში ორმა ქართველმა ხელბურთელმა ითამაშა – გიგა მელიავამ 6 გოლი გაიტანა, გუგა უთმელიძის ანგარიშზე კი ერთი ზუსტი დარტყმაა.
ჩრდილოეთ მაკედონია
ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში "ოჰრიდმა" საკუთარ მოედანზე ორი ბურთით წააგო "პელისტერთან" – 25:27. მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი ბურთი თეიმურაზ ორჯონიკიძემ გაიტანა – საქართველოს ნაკრების ლიდერმა ექვსი გოლი მიითვალა, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
geohandball