ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი მეორე შვილის მშობლები გახდნენ – „5 წლის წინ ჩვენი ბიოლოგიური მასალა გავყინეთ და მოხდა ინვიტრო განაყოფიერება“

9 hours ago 3

ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი მეორე შვილის მშობლები გახდნენ - „5 წლის წინ ჩვენი ბიოლოგიური მასალა გავყინეთ და მოხდა ინვიტრო განაყოფიერება“მომღერლების წყვილი, ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი, მეორე შვილის მშობლები გახდნენ. „დაიბადა იესე წვერავა“, – დაწერეს დუეტ „ლეონის“ ფეისბუქგვერდზე.

წყვილის პირველი შვილი ათწლიანი ლოდინის შემდეგ დაიბადა, ახლა კი უკვე ორი შვილის მშობლები არიან. ლევანმა იესეს დაბადებამდე „სარკეს“ უთხრა, რომ 5 წლის წინ ბიოლოგიური მასალა გაყინეს და მოხდა ინვიტრო განაყოფიერება.

_ როდესაც ეს მეთოდი დაინერგა, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ყველა დარწმუნდა, რომ ეს არის თანამედროვე მედიცინის დიდი მიღწევა. აქ არაფერია ისეთი, რაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება, ეს არის შენი და შენი მეუღლის შვილი… 5 წლის წინ ჩვენი ბიოლოგიური მასალა გავყინეთ და ახლა მოხდა ინვიტრო განაყოფიერება…

იმდენად ვარ ამ თემებში გარკვეული, რომ შემიძლია ლექციებიც წავიკითხო, ამიტომ სოციალურ ქსელში თუ ვინმე მწერს ხოლმე ამ საკითხებზე, ყოველთვის დაწვრილებით ვპასუხობ და, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვცდილობ, კარგად დავაკვალიანო…

ველოდი, რომ მეორეც ბიჭი იქნებოდა. ნოე ამბობს, კარგია, რომ ჯერ ძმა მეყოლება და შემდეგ _ და, ჩვენ, უფროსი ბიჭები, მას კარგად დავიცავთო… მესამე გოგო გვინდა…, – მოუყვა ლევან წვერავა „სარკეს“.

სრულად წაკითხვა