“ლევან ხაბეიშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ლიდერი და მისი დაკავება სრულიად აბსურდული ბრალდებით ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი თავადაც აცნობიერებს თავის სისუსტეს” – გიორგი ვაშაძე

2 days ago 3

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას საპატიმროდან ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და საზოგადოებას 4 ოქტომბერს საპროტესტო აქტივობისკენ მოუწოდებს:

ლევან ხაბეიშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ლიდერი.

დღეს მისი დაკავება სრულიად აბსურდული ბრალდებით ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი თავადაც აცნობიერებს თავის სისუსტეს და იმას, რომ მას საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ აქვს.

მშვიდობიანი და სამართლიანი ცვლილება არის ჩვენი ხალხის ძალა და არჩევანი.

ბრძოლა არ ჩერდება, 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავუმტკიცოთ რეჟიმს, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს!

ბრძოლა ბოლომდე! ბრძოლა თავისუფლებამდე!“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

სრულად წაკითხვა