“ლევან ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებებით დაპატიმრება ივანიშვილის მიერ ძალაუფლების რეპრესიების გზით მიტაცების კიდევ ერთი ნიშანია” – ევროპის სახალხო პარტია

20 hours ago 1

ევროპის სახალხო პარტია (EPP), სოციალურ ქსელ X-ში, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას ეხმაურება:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებებით დაპატიმრება ივანიშვილის მიერ ძალაუფლების რეპრესიების გზით მიტაცების კიდევ ერთი ნიშანია. პროდასავლური ძალების პოლიტიკური ლანდშაფტიდან ამოძირკვით საქართველო რუსული სტილის დიქტატურისკენ მიექანება.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ქართველ ხალხს მათი თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში”, – წერია განცხადებაში.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა