ლევერკუზენმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩავი ერნანდესი მიიწვია

5 days ago 3

ესპანური გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, „ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა გერმანული „ლევერკუზენიდან“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიწვევა მიიღო, თუმცა მუშაობაზე უარი განაცხადა.

წყაროს ცნობით, სპეციალისტმა გადაწყვეტილება კლუბის შიდა სტრუქტურულ პრობლემებსა და უარყოფით შედეგებს დაუკავშირა.

შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენმა“ ზაფხულში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერიკ ტენ ჰაგი დანიშნა, თუმცა ნიდერლანდელი სპეციალისტი თანამდებობაზე მხოლოდ ორი მატჩის განმავლობაში დარჩა და რამდენიმე დღის წინ განთავისუფლდა.

ხავი ერნანდესმა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოზიცია 2024 წელს დატოვა და მას შემდეგ კლუბთან სამუშაო ურთიერთობა არ ჰქონია.

სრულად წაკითხვა