ლევერკუზენის „ბაიერის“ პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ნიდერლანდელი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. ტენ ჰაგი „ფარმაცევტებს“ მიმდინარე წელს მაისიდან ხელმძღვანელობდა.
ახალი სეზონის დასაწყისში გერმანიის ჩემპიონატში „ბაიერმა“ პირველი ორი მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა, რის შემდეგაც კლუბმა მწვრთნელის ცვლილება გადაწყვიტა.
„ბაიერი“ შემდეგ მატჩს ფრანკფურტის „აინტრახტთან“ საკუთარ არენაზე გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 12 სექტემბერს, 22:30 საათზე დაიწყება.