ლევერკუზენმა ტენ ჰაგი კასპერ ჰიულმანდით შეცვალა

2 days ago 3

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ბაიერ ლევერკუზენმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიელი სპეციალისტი, კასპერ ჰიულმანდი დანიშნა.

მოგეხსენებათ, რომ ლევერკუზენი ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგმა ჩაიბარა, რომელიც კლუბმა ცუდი შედეგების გამო მალევე გაათავისუფლა და ნდობა სწორედ ჰიულმანდს გამოუცხადა.

ირკვევა, რომ 53 წლის სკანდინავიელი მწვრთნელი ვარჯიშზე 48 საათში გამოცხადდება, პირველი თამაში კი მის ქვეშ ლევერკუზენს პარასკევს მოუწევს.

სრულად წაკითხვა