ლევან ხანეიშვილის მხარდასაჭერად გამართულ “ლელო – ძლიერი საქართველო”-ს სპეციალურ ბრიფინგს ეხმაურება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე:
“ლელო” სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილს.
“ლელო – ძლიერი საქართველო” – ეგრე არ გამოვა ძმებო, თქვენ ბუკლეტები არიგოთ და ხაბე 7 წლით ციხეში გაისტუმრონ.
სოლიდარობა იქნება მაშინ, როცა მაგ პრიალა ბროშურებს დაყრით და 4 ოქტომბერს ლეგიტიმაციას კი არ აჩუქებთ წვეთოვანზე შეერთებულ ოლიგარქს, არამედ ხალხთან დადგებით ქუჩაში!“, – წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება