WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„TV პირველის“ 100%-იანი წილის მფლობელმა, ვატო წერეთელმა არხის დირექტორად წარადგინა ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ლევან ჯორბენაძე. ამ თანამდებობას მანამდე თავად წერეთელი იკავებდა.

როგორც ტელეკომპანიის დირექტორის მოადგილემ, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კითხვა არ გასჩენიათ, რატომ ხდება დირექტორი პოლიტიკიდან მოსული ადამიანი.

„ლევან ჯორბენაძე სანამ პარტიაში წავიდოდა, მანამდე იყო ჟურნალისტი წლების განმავლობაში. მას პოლიტიკის გარდა სხვა გამოცდილებაც აქვს“, - ამბობს უდუმაშვილი.

მას ვკითხეთ, ჯორბენაძის ტელევიზიაში გადასვლა, ხომ არ ნიშნავს „ლელოს“ პოზიციების გაძლიერებას.

„ლევან ჯორბენაძის მოსვლა არ ნიშნავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენების შემოსვლას ტელევიზიაში... ჩვენს ტელევიზიაში ძალიან ბევრია წარმოდგენილი დიდი დოზით, იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ აქტიურობს“, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი, რომელიც წლების „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, შემდეგ კი ჟურნალისტიკაში, „TV პირველის“ წამყვანად დაბრუნდა.