ლეო მესის ახალი კონტრაქტი "ინტერ მაიამთან“ – შეთანხმება უკვე დასკვნით ფაზაშია

1 hour ago 1

ამერიკული „ინტერ მაიამი“ მზადაა, კლუბის მთავარი ვარსკვლავი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, ლიონელ მესი, კიდევ უფრო ხანგრძლივი დროით შეინარჩუნოს. როგორც Mundo Deportivo ESPN-ზე დაყრდნობით იუწყება, არგენტინელი ლეგენდა ახლოსაა ფლორიდულ გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან.

მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა და დარჩენილია მხოლოდ მცირე დეტალების დაზუსტება. მოსალოდნელია, რომ მესი ხელშეკრულებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოაწერს ხელს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენწლიანი იქნება ახალი შეთანხმება, თუმცა პერსპექტივაში ეს კლუბისთვის უდიდესი წარმატება იქნება.

38 წლის არგენტინელი „ინტერ მაიამიში“ 2023 წელს გადაბარგდა და მაშინვე იქცა ამერიკული ფეხბურთის სახედ. მიმდინარე სეზონში მესიმ MLS-ში 21 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა — სტატისტიკა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის განუმეორებელ კლასს და შეუდარებელ ეფექტს გუნდზე.

„ინტერ მაიამი“, რომელსაც რამდენიმე დიდი ვარსკვლავი ჰყავს, აშკარად ცდილობს, მესის გარშემო მომავალიც ააგოს. მისი დარჩენა არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ფინანსურ და მარკეტინგულ ასპექტშიც გადამწყვეტი იქნება კლუბისთვის.

სრულად წაკითხვა