ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ უსმან დემბელე დასახელდა

18 hours ago 2

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნულმა კავშირმა (UNFP) 2024/25 წლების ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ "პარი სენ-ჟერმენის" ფრანგი თავდამსხმელი უსმან დემბელე დაასახელა.

დემბელესთან ერთად პრესტიჟულ ჯილდოზე წარდგენილნი იყვნენ მისი თანაგუნდელები აშრაფ ჰაკიმი, დეზირე დუე და ვიტინია, ასევე "ლიონის" ტალანტი რაიან ჩერკი. მიუხედავად ძლიერი კონკურენციისა, გამარჯვება სწორედ 27 წლის შემტევს დარჩა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ფენომენური სტატისტიკა აჩვენა – 28 მატჩში 21 გოლი გაიტანა და ჯერ კიდევ გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აღნიშნული ჯილდო მუდმივად კილიან მბაპესთან "მიდიოდა", რომელმაც მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა და კარიერას "ბლანკოსში" აგრძელებს.

სრულად წაკითხვა