ატალანტასთან მოპოვებული გამარჯვებისა და გატანილი გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რის შემდეგაც კვარას ტრადიციული მოკლე ინტერვიუ ჩამოართვეს.
ინტერვიუერმა ქართველს ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და ყოფილი კლუბის შესახებ ჰკითხა:
რას ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ნაპოლის წინააღმდეგ? - არ ვიცი, რადგან ტურნირზე ძალიან ბევრი ძლიერი გუნდია. მთავარი ისაა, რომ ტიტულის მოგება ისევ გვინდა, მოხდენით კი ყველაფრის მოხდენაა შესაძლებელი.
- თქვა კვარამ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ისგან განსხვავებით, ნაპოლიმ ლიგის ახალი სეზონი მანჩესტერ სიტისთან მარცხით დაიწყო.