ლიეტუვაში მრავალ კომპანიაში ჩატარდა ჩხრეკა სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის მანქანების მიწოდების გამო

3 hours ago 1

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ლიეტუვის საბაჟოს სისხლის სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მასობრივი ჩხრეკა ჩაატარეს სანქციების გვერდის ავლით რუსეთისა და ბელარუსისთვის მანქანების მიწოდების გამო.

ჩხრეკა ჩატარდა ვილნიუსსა და მის შემოგარენში მდებარე იმ კომპანიათა ოფისებში, რომლებიც ტექნიკის გაყიდვითა და ტვირთების გადაზიდვით არიან დაკავებულები.

გამოძიების დროს საბაჟოს თანამშრომლებმა 1.5 მილიონი ევროს ღირებულების, 17 სატვირთო და 15 ნახევრადმისაბმელიანი მანქანა დააკავეს. მათ შორის იყო ერთი მიკროავტობუსი, რომელშიც ბელარუსიდან ოთხი ათასი შეკვრა კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს.

დაკავებულია საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეჭვმიტანილი ბელარუსის ორი და ლიეტუვის ორი მოქალაქე. ერთი ბელარუსი ორი თვით, მეორე კი ერთი თვით დააკავეს. ლიეტუველი ეჭვმიტანილების სანქციის შესახებ ცნობები არ არის.
2024 წლის ნოემბერში ლიეტუვის საბაჟომ დააკავა 13 მანქანა, რომლებიც ბელორუსიასა და რუსეთში გადაჰყავდათ.

გამოძიების თანახმად, 2024 წელს რუსეთსა და ბელარუსში სანქციების გვერდის ავლით სულ მცირე 30 ავტომანქანა ჩავიდა. მათ შორის იყო არა მხოლოდ სატვირთო და ნახევრად მისაბმელიანი ტექნიკა, არამედ მდიდრული, BMW-ს, Mercedes-Benz-ისა და სხვა მარკების ავტომობილები. მათი საერთო სავარაუდო ღირებულება, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 2 მილიონი ევროს უნდა შეადგენდეს.

სრულად წაკითხვა