ბოლო დღეებში რამდენიმე წყარო ამტკიცებდა, რომ მაიკლ ოლისეს ბაიერნთან დადებულ კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტიც ჰქონდა გააქტიურებული, რაც მისი სამომავლო დაკარგვის შანსებს ზრდიდა.
ოლისე ბაიერნს მართლაც შესანიშნავად შეეწყო და პირველივე სეზონი შესაშური გამოუვიდა, მეორეში კი მისგან კიდევ უფრო მეტს ელიან.
ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ირწმუნება, რომ ფეხბურთელის დამატებით სერიოზულად ინტერესდებიან მან.სიტი და ლივერპული. ეს უკანასკნელი ოლისეს სალაჰის გზის გამგრძელებლადაც კი განიხილავს.
მიუხედავად ამისა, ფალკივე ამბობს, რომ ოლისეს 2029 წლამდე არაფერი ემუქრება, რადგან გამოსასყიდ პუნქტზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
უხეში დათვლებით, მისი ამჟამინდელი ფასი 100 მილიონ ევროს აჭარბებს.