ლილე სვანაძემ საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 10-წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელმა ტურნირზე ცხრა პარტია ითამაშა: შვიდი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა. ქართველმა მოჭადრაკემ ჩემპიონატი წაუგებლად ჩაატარა და 8 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
nostal.ge ახალი ამბები