ბოლო დღეებში ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ უეფამ ესპანეთის ჩემპიონატს რამდენიმე შეხვედრის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართვის უფლება მისცა.
ჰოდა, აღნიშნულ სიაში ბარსელონასა და ვილიარეალის დაპირისპირებას მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოსკენ ერთ მატჩს გიორგი მიქაუტაძე აშშ-ში გამართავს.
როგორც წერენ, ბარსელონასა და ვილიარეალის მატჩს ლეგენდარული ლიონელ მესიც დაესწრება, რომელიც საყვარელ გუნდს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებს.
ცნობისთვის, აღნიშნული მატჩი 21 დეკემბერს უნდა შედგეს.