"ლიონს მეტი სისწრაფის მისაღებად მიქაუტაძის სასტარტოობა სჭირდება" - ფრანგი ჟურნალისტი

4 days ago 2

ფრანგი ჟურნალისტი და საფეხბურთო ანალიტიკოსი, ვალიდ აშეშური გიორგი მიქაუტაძის პარი სენ-ჟერმენთან ჩატარებულ კარგ თამაშს ეხმაურება.

იმან თუ როგორ ითამაშა გიორგიმ პსჟ-ის სტადიონზე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინაც კი, როდესაც ლიონს არაფერი გამოსდიოდა, გიორგი მაინც თავდაჯერებული იყო, მისით გაოგნებული დავრჩი.


ლაკაზეტს არაფერს ვერჩი, თუმცა თუ ლიონს სურს, რომ შეტევით ფაზაში მეტი სისწრაფე მიიღოს, სასტარტოში სწორედ ქართველი უნდა დააყენონ.

- ამბობს ჟურნალისტი.

გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში ლიონის მაისურით უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.

სრულად წაკითხვა