ლოლა წერეთელი: „თავის დროზე უნდა გამეჩინა ბავშვი… არ გამოვიდა“

1 month ago 15

 „თავის დროზე უნდა გამეჩინა ბავშვი... არ გამოვიდა“მომღერალი ლოლა წერეთელი ამბობს, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და პირად ცხოვრებაში ცვლილებებს აღარ გეგმავს.

-11 აგვისტოს 60 წლის ვხდები. ჩვენ არ ვცხოვრობთ ამერიკაში, ჩვენ ვართ საქართველოში. ყველაფერს თავისი დრო აქვს – თავის დროზე უნდა გავთხოვილიყავი, თავის დროზე ბავშვი უნდა გამეჩინა, არ გამოვიდა… გათხოვებას აღარ ვაპირებ… რაღა დროსია… ახლა უნდა ვაჩუქო ყველას სიყვარული ჩემი სიმღერებით. ისე მინდა, წავიდე ამქვეყნიდან, რომ კარგი სახელი მქონდეს, – ამბობს ლოლა წერეთელი გადაცემაში „დღის პოსტი“.

სრულად წაკითხვა