გასამხედროებული ჯგუფი, "ვაგნერი", რომელიც რუსეთის სახელმწიფოს სახელით მოქმედებდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ აკრძალულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.
განაჩენში დანაშაული მოხსენიებულია ტერორიზმის და საბოტაჟის დაგეგმილ აქტად, რუსეთის შეკვეთით. ეს არის დიდ ბრიტანეთში უცხოეთის მტრულ მოქმედებასთან ბრძოლის მიზნით 2023 წელს შემოღებული, ეროვნული უსაფრთხოების კანონის ფარგლებში აღძრული პირველი საქმე - იუწყება ბიბისი. კანონი შემოიღეს ისეთ დანაშაულებთან საბრძოლველად, რომლებიც არ ესადაგება ჯაშუშობის ტრადიციულ განსაზღვრებას და შესაძლოა მოიცავდეს მესამე პირს, რომელიც პირდაპირ არ მუშაობს მტრული სახელმწიფოსთვის.
ხანძარი მოხდა 2024 წლის 20 მარტს აღმოსავლეთ ლონდონში და მოიტანა 1.3 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ზარალი. ხანძრის შემდეგ ჯგუფის ორგანიზატორი გეგმავდა რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ბიზნესმენის, ევგენი ჩიჩვარკინის მფლობელობაში არსებული რესტორნის დაწვას და თავად ბიზნესმენის გატაცებას.
ჯგუფის ორგანიზატორს, 21 წლის დილან ერლს 17 წლით მიესაჯა პატიმრობა. ჯეიკ რივსი სასამართლომ სცნო ხანძრის ორგანიზატორად, ჯეიკიმ როუზი - შემსრულებლად, ნი მენსა - პირად, რომელიც დანაშაულს ვიდეოთი იღებდა, აგნიუს ასმენა - პასუხისმგებლად მანქანაზე, რომელსაც ჯგუფი ხანძრის ადგილიდან უნდა გაეყვანა. 20 წლის ეშტონ ევანსს 7 წლით მიუსაჯეს პატიმრობა იმის გამო, რომ მან იცოდა მზადებაში მყოფი ტერაქტის შესახებ, მაგრამ ეს არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს - ნათქვამია განაჩენში.

 6 days ago
                        7
                        6 days ago
                        7
                    
 
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·