ლოს -ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

5 hours ago 3

ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ლოს -ანჯელესში 10-მდე გაიზარდა. აქამდე არსებული ცნობებით, დაღუპული იყო 5 ადამიანი.

ოლქის სამედიცინო ექსპერტიზაში აცხადებენ, რომ ამ ადამიანების ნეშტების იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რასაც შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ლოს-ანჯელესის პოლიციის ცნობით, დააკავეს მამაკაცი, რომელიც სავარაუდო ეჭვმიტანილია ხანძრის გაჩენაში ქალაქის ვუდლენდ ჰილზის რაიონში, თუმცა დაკავებულის ბრალეულობის დადასტურება პოლიციას ჯერ არ შეუძლია და გამოძიებას აგრძელებს.

ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა განადგურდა. ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.

სრულად წაკითხვა