ლოტკინის დასახლებაში ატრაქციონი ბავშვს დაეცა, მან მძიმე დაზიანება მიიღო

2 hours ago 1

ამ დრომდე კლინიკაში რჩება 14 წლის მოზარდი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში ატრაქციონი დაეცა. მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ კონსტრიქცია „ყველა სტანდარტის დაცვით“ იყო განთავსებული. მუნიციპალიტეტი სხვა მოზარდების პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს:

„ატრაქციონით სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა“.

22 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, გაუფრთხილებლობის მუხლით.

სრულად წაკითხვა