19 სექტემბერს აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, რომელიც მთავარანგელოზი მიქაელის მიერ აღსრულდა ხონაში.
მიქაელ მთავარანგელოზი უფლის მხედრობის წინამძღოლი და ბოროტ ძალებთან მთავარი მებრძოლია. ეკლესია მას უფლის მხედართმთავარს უწოდებს. უფალმა იგი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, ანგელოზთა და უწოდა მიქაელი, რაც ებრაულად ნიშნავს: "ვინ არის, ვითარცა ღმერთი"
როცა სატანა უფალს აუმხედრდა, მიქაელი შეეწინააღმდეგა. ბრძანა: - "ვინ არის მსგავსი ღვთისა? არავინ, ღვთის გარდა!" გაიყო ანგელოზთა სამყარო და ერთმანეთს შეება. გაიმარჯვეს უფლის ერთგულებმა, წმინდა მთავარანგელოზის მეთაურობით. უფალმა იგი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, ანგელოზთა და უწოდა მიქაელი, რაც ებრაულად ნიშნავს: "ვინ არის, ვითარცა ღმერთი".
ლოცვა
ჰოი, დიდო მთავარო ზეცისა მხედრობათაო მიქაელ! მთავართა ბნელისაითა წარმწყმედელო და ბოროტთა მძლეველო, აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩუენდა, და შეუხებელად დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან; ევედრე ქრისტესა მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყვისგებაი წინაშე მისსა, და ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გვიხსნნეს და დაგვიფარნეს ჩუენ ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოისაგან სიკუდილისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.