როგორც მოგეხსენებათ, ელ კლასიკოში კატალონიის "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" 4:3 დაამარცხა და ლა ლიგის ტიტულს ძალიან მიუახლოვდა.
მატჩის პირველ 15 წუთში "ბლანკოსი" 0:2-ს იგებდა, თუმცა "ბლაუგრანამ" პირველივე ტაიმში 4 გოლი გაიტანა და კომფორტული უპირატესობა შეიქმნა.
მატჩამდე "პსჟ" ამჟამინდელი და "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი, ლუის ენრიკე მატჩამდე ამბობდა, რომ კატალონიელები კლასიკოს მარტივად მოიგებდნენ, ანგარშით 0:3.
ესპანელმა სპეციალისტმა შედეგი ზუსტად ვერ იწინასწარმეტყველა, თუმცა "ბარსამ" ზედიზედ 4 უპასუხო გოლის გატანა კი მოახერხა.