ლუკა მოდრიჩმა შესაძლოა კარიერა მილანში გააგრძელოს

1 day ago 4

ხორვატმა ლეგენდამ ლუკა მოდრიჩმა კარიერა შესაძლოა იტალიის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გააგრძელოს. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „მილანი“ ფეხბურთელის დამატებასთან ძალიან ახლოსაა და გარიგების დასრულება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი.

მოდრიჩი ჯერ კიდევ „რეალის“ რიგებშია და გუნდს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დაეხმარება, რის შემდეგაც მადრიდელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. შესაბამისად, „როსონერის“ მის შეძენაში ფინანსური ხარჯი არ ექნება.

39 წლის ნახევარმცველმა „რეალში“ 12 წლიანი კარიერის განმავლობაში 591 შეხვედრა ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე პასი შეასრულა. მან კლუბთან ერთად 27 ტიტული მოიპოვა და 2018 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელიც გახდა.

სრულად წაკითხვა