როგორც მოგეხსენებათ, ლუკა მოდრიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალს" დატოვებს.
ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ სად გააგრძელებს კარიერას ხორვატი ნახევარმცველი.
გამოცემა "Marca"-ს ცნობით, ლუკას გადაბირებით "ინტერ მაიამია" დაინტერესებული.
იწერება, რომ ამერიკული გუნდი 39 წლის მოთამაშის დამატებას ზაფხულში შეეცდება.
ცნობისთვის, მოდრიჩი "რეალის" რიგებში თავის ბოლო მატჩს 24 მაისს "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ ჩაატარებს.